ზვიად გოგოჭური პარაძიუდოში ევროპის ვიცე-ჩემპიონია

თბილისში მიმდინარე პარაძიუდოში ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა ზვიად გოგოჭურმა (J2 კატეგორია +95კგ). ფინალი მან ფრანგ ელიოს ლაჩუმანაიასთან დათმო. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის საქართველოს ანგარიშზე ცხრა მედალია. ჩემპიონობა გიორგი ქალდანმა (J2 კატეგორია -70კგ), ლევან გუგავამ (J2 კატეგორია -81 კგ) და რევაზ ჩიკოიძემ (J2 კატეგორია +95 კგ) იზეიმეს, ვერცხლს ბაჩუკი შელია (J2 კატეგორია -81 კგ) დასჯერდა, ბრინჯაოს მედლები კი ზურაბ ზურაბიანმა (J2 კატეგორია -70 კგ), საბა ბაღდავაძემ (J1 კატეგორია -81 კგ), ინა ქალდანმა(J2 კატეგორია +70კგ) და ლაშა ყიზილაშილი (J2 კატეგორია -95 კგ) მოიპოვეს.

პარაძიუდოს ევროპის ჩემპიონატი სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები