უკრაინაში ქართული კინოს მე-10 ფესტივალი გაიმართება

  უკრაინაში ქართული კინოს მე-10 ფესტივალი გაიმართება. როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, ფესტივალი რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმით “ბრმა პაემნები” გაიხსნება. ათი დღის განმავლობაში კი ფესტივალზე ქართველი კონორეჟოსორების ფილმის ჩვენება გაიმართება, მათ შორის ოთარ იოსელიანის “შანტრაპა”, ელდარ შენგელაიას “ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი”, ნანა მჭედლიძის “პირველი მერცხალი”, რუსუდან ჭყონიას “გაიღიმეთ” და ზაზა რუსაძის “ჩემი საბნის ნაკეცი”.
კინოფესტივალის გახსნას უკრაინის კულტურის მინისტრი ევგენი ნიშუკი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში მიხეილ უკლება, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე დავით ვაშაძე, ასევე ცნობილი მსახიობები, რეჟისორები, უკრაინელი და ქართველი საზოგადო მოღვაწეები დაესწრებიან.
ფესტივალი უკრაინის კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, უკრაინაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფის ცენტრის დახმარებით იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები