თურქეთის ყველა უნივერსიტეტში მეჩეთი აშენდება

თურქეთის რელიგიის საქმეთა განყოფილების პრესსამსახურის განცხადებით, ქვეყნის ყველა უნივერსიტეტში მეჩეთი აშენდება. „ მეჩეთის მშენებლობა 80-ზე მეტ უნივერსიტეტში უკვე მიმდინარეობს, კიდევ 15 2015 წელს გაიხსენება. ჩვენ ქვეყანაში 20 მილიონი ახალგაზრდაა და ჩვენ გვსურს მივიღოთ შესაძლებლობა ყველა მათგანამდე მივაღწიოთ“ – განაცხადა განყოფილების ხელმძღვანელმა მეჰმეტ გერმეზმა.
მისი სიტყვებით, მეჩეთების იმამების ამოცანა ( რომლებიც თურქეთში მიღებული კანონით სახელმწიფოსგან ანაზღაურებას იღებენ) იქნება ცუდ მდგომარებაში ჩავარდნილი ახალგაზრდა ადამიანებისთვის დახმარების გაწევა. „მეჩეთები გახდება ადგილები, სადაც ახალგაზრდები თავიანთ გულებში უზენაესის სიყვარულს შეიგრძნობენ. ჩვენ ქალაქების უნივერსიტეტებში მეჩეთების არსებობას დიდ მნიშვნელობას მივანიჭებთ“ – აღნიშნა გერმეზმა.
წყარო: news.day.az

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები