კობზონი: უკრაინელები ტერორისტებად იქცნენ, მძულს ევრომაიდანი და ყველა მისი მხარდამჭერი

რუსმა მომღერალმა იოსებ კობზონმა გადაწყვიტა თავისი დამოკიდებულება ევრომაიდანის და ევროპული კურსის მხარდამჭერი უკრაინელების მიმართ თავისი დამოკიდებულების შესახებ ყველასთვის გაენდო. „მაიდანმა უკრაინელები დააზომბირა, ისინი (უკრაინელები) ტერორისტებად იქცნენ. მე მძულს მაიდანი და ყველა მისი მხარდამჭერი“ – განუცხადა არტისტმა „რუსკაია სლუჟბა ნოვოსტეი“-ს.
„საჭირო იყო უკრაინის ხალხისთვის ახსნა, თუ რა არის ევროკავშირი, საით მიილტვიან ისინი. ისინი მოატყუეს, წაჰკიდეს ერთმანეთს“ – დაამატა კობზონმა. თ რუსი მომღერალი და დეპუტატი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერია. არც ისე დიდი ხნის წინ ის დონბასსაც ეწვია, სადაც აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლ ტერორისტებს უმღერა. შეგახსენებ დღეს უკრაინაში მაიდანის მოვლენების წლისთავი, როგორც ქვეყნის ღირსების და თავისუფლების დღე აღინიშნება. ევრომაიდანის წლისთავის გარდა , კიევი ამ დღეებში „ნარინჯისფერი რევოლუციის“ ათწლიანი იუბილეს აღსაღნიშნავადაც ემზადება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები