22 ნოემბერი
10:00
თბილისის მე-10 საჯარო სკოლაში, სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის პირველი ტურის მსვლელობას, ორგანიზაცია „მოქალაქის“ აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ ჩხეტიანი და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი დააკვირდებიან. მისამართი: ც. დადიანის N 189
10:30
„კვირას“ პრესკლუბში „ფარული მიყურადების“ თემასთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტია „რეფორმატორების“ თავმჯდომარე ირაკლი ღლონტი პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65
11:00
პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის ხელმძღვანელი, ექსპერტი ზაალ კასრელიშვილი გამართავს. თემა: ფარული ჩანაწერი და პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მკვლელობის საქმე. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
11:30
“რეპორტიორის” პრეს-კლუბში “ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციაციის“ ვიცე- პრეზიდენტი, საბა სუთიძე ე.წ. ფარული მოსმენების გასაღების მფლობელი სუბიექტის განსაზღვრის საკითხს ეხმიანება. მისამართი: იოსებიძის ქუჩა №57, 1 სართული. საკონტაქტო პირი: ელენე გამეზარდაშვილი 577 17 75 17
11:30
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გიორგი გაჩეჩილაძე პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
11:30
საკრებულოში განათლებისა და კულტურის, სპორტის, ჯანდაცვისა და სოციალური საკითხთა, სახელდებისა და სიმბოლიკის, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიების წევრები, დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდებიან და 2015 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. მისამართი: თავისუფლების N2
12:00
ფრაქცია “ქართული ოცნება” ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტს კენეტ ვოლაკს უმასპინძლებს. შეხვედრაში ასევე ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლორა ტორნტონი, პარტია “ქართული ოცნების” საერთაშორისო მდივანი კახა კოხრეიძე და პარტიის საერთაშორისო კომიტეტის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი მონაწილეობას მიიღებენ. თბილისი, ფრაქციის სათათბირო ოთახი
15:00
საკრებულოში იურიდიულ, ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების, სარევიზიო, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიის წევრები, დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდებიან და 2015 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. მისამართი: თავისუფლების N2