შოთა უტიაშვილი: გუანტანამოს ციხის პატიმრები საქართველოში 2010 წელსაც ჩამოიყვანეს

გუანტანამოს ციხის 3 პატიმარი საქართველოში 2010 წელსაც ჩამოიყვანეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სამივე თბილისში, ჩვეულებრივ ბინაში ცხოვრობდა, მათზე ხორციელდებოდა კონტროლი, თუმცა გადაადგილების თავისუფლება ჰქონდათ.
“ისინი 9 წელი იყვნენ ციხეში, თუმცა ბრალი წაყენებული არ ჰქონდათ. ეს პირები ეჭვმიტანილი იყვნენ იმაში, რომ სიმპათიით უყურებდნენ ისლამურ მოძრაობას, მაგრამ რაიმე კონკრეტულ დანაშაულზე ინფორმაცია არ არსებობდა. ისინი 2010 წლიდან ცხოვრობდნენ საქართველოში. სამიდან ორი გაემგზავრა მშობლიურ ქვეყანაში. სანამ აქ იყვნენ, არც ერთს არაფერი დაუშავებია”, – განაცხადა უტიაშვილმა “რუსთავი 2”- თან საუბარისას. აშშ-ის ხელისუფლებამ გუანტანამოს ციხიდან სამი პატიმარი საქართველოში გამოაგზავნა. “ნიუ იორკ თაიმსის” ცნობით, “გუანტანამოს” ციხე ოთხმა იემენელმა დატოვა, რომელთაგან სამი იემენელი პატიმარი საქართველოში იქნა გამოგზავნილი. საპატიმრო კიდევ ერთმა ტუნისელმა დატოვა, რომელიც სლოვაკეთში ერთ იემენელთან ერთად გაიგზავნა. “ძალიან მოხარულები ვართ, ჩვენი პარტნიორების მიერ გამოხატული ამ ჰუმანური ჟესტით. ჩვენ ვაფასებთ იმ მხარდაჭერას, რომელსაც ჩვენი მეგობრებისა და მოკავშირეებისგან ვიღებთ”, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა კლიფ სლოანმა. აშშ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2010 წელს გუანტანამოს ციხიდან საქართველოში სამი პატიმარი გამოაგზავნეს. 2009 წლის 21 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ციხის დახურვის ბრძანებას ინაუგურაციის მეორე დღესვე მოაწერა ხელი. თუმცა, კონგრესის უარის გამო ციხე ამ დრომდე არ დახურულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები