ნოდარ ხადური: პრემია არა, დანამატი ავიღე

21 000 ლარის ოდენობის დანამატი 10 თვის განმავლობაში მივიღე – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა.
მისივე თქმით, ეს არის დანამატი, რომელიც განსაზღვრულია პრემიერ- მინისტრის ბრძანებით.
“პრემია არ ამიღია არც ერთი თეთრი. ეს არის დანამატი, რომელიც განსაზღვრულია პრემიერმინისტრის ბრძანებით და თქვენ იცით, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, მინისტრების შრომის ანაზღაურება შემცირდა. ჯერ კიდევ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა შეამცირა მინისტრების შრომის ანაზღაურება, შემდეგ, რაც ბატონი ირაკლი ღარიბაშვილია პრემიერ-მინისტრი ის კიდევ შემცირდა. ჩვენი ანაზღაურების შესახებ ყველამ ყველაფერი იცის უკვე საქართველოში”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, მინისტრებმა და მოადგილეებმა 2014 წლის 8 თვის განმავლობაში 3 მილიონზე მეტი ლარი მიიღეს, საიდანაც თითქმის ნახევარი პრემიებსა და დანამატებს შეადგენს.
მისივე ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა 21.680 ლარი მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები