დავით უსუფაშვილი ე.წ. გასაღების საკითხზე კომენტარს აკეთებს

დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტში შეტანილი კანონპრპექტების ავტორების მცდელობით მოხერხდება კომპრომისული და შეჯერებული ვერსიის მიღება პარლამენტის მიერ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ე. წ. გასაღების საკითხთან დაკავშირებით კომენტირების დროს განაცხადა.
“მომავალი კვირის განმავლობაში ყველასგან ველოდები კონსტრუქციულ ნაბიჯებს და დარწმუნებული ვარ, მოიძებნება ამ ეტაპზე ოპტიმალური გამოსავალი, რატა დაცული იყოს ადამიანის უფლებები და უზრუნველყოფილი იყოს კრიმინალთან ბრძოლის ეფექტური საშუალებები სამართალდამცველი ორგანოების ხელში. ის რომ, დედამიწის ზურგზე ეს საკითხი ბოლომდე არსად და ვერსად ვერ მოგვარდა არ ნიშნავს, რომ ჩვენ ნაბიჯები არ უნდა გადავდგათ ამ მიმართულებით, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არის ბევრი სხვადასხვა ვერსია და ვარიანტი. ტექნიკურ საკითხებში არ უნდა ჩავეფლთოთ მხოლოდ, ეს პოლიტიკურადაც უნდა მოგვარდეს და იმედი მაქვს, რომ პარლამენტში ეს მოხერხდება”, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები