გიორგი მარგველაშვილი უმცირესობების საბჭოს წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წარმომადგენლებს ხვდება.
შეხვედრა ამ წუთებში პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში მიმდინარეობს. როგორც შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა განუცხადა, საბჭოში შემავალი ორგანიზაციების წარმომადგენლები ქვეყნის პირველ პირს იმ პრობლემების შესახებ მიაწოდებენ ინფორმაციას, რომელსაც ისინი აწყდებიან.
“შეხვედრას ეთნიკური უმცირესობების საბჭოში შემავალი ორგანიზაციების წარმომადგენლების გარდა, ესწრებიან “ოსური ფორუმის” მონაწილეები. მათი სურვილი იყო, შეხვედროდნენ პრეზიდენტს და მისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია იმ კონკრეტული პრობლემების შესახებ, რომლებსაც ისინი აწყდებიან. იქედან გამომდინარე, საკმაოდ მრავალრიცხოვანია ჯგუფი, პრობლემებიც განსხვავებულია, მაგრამ ძირითადად ეს მაინც მათი უფლებების დაცვას, სამოქალაქო ინტეგრაციას, სახელმწიფო ენის სწავლებას, განათლების კულტურის და სხვა სახის პრობლემებს ეხება”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები