სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“- ში, გარემოს დაცვის სამინისტრომ რეგიონული შეხვედრა გამართა

 

სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“- ში, პროექტის – „ სამხრეთ კავკასიაში ჰიდროენერგეტიკული რესურსების მდგრადი განვთარების ხელშეწყობა“ – რეგიონული შეხვედრა გაიმართა.
როგორც „კვირას“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას, გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, აზერბაიჯანისა და სომხეთის სამთავრობო უწყებების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და საეთაშორისო ექსპერტები ესწრებოდნენ.
მათივე ინფორმაციით, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით რეგიონულ პილოტურ პროექტს ახორციელებს.
პროექტის მიზანია, სამხრეთ კავკასიაში ჰიდროელექროსადგურებისა და წყალსაცავების მშენებლობით განპირობებილი გარემოზე მოსალოდნელი ნეგატიური ზეგავლენის მინიმუმამდე დაყვანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები