გურიაში ცოფს ებრძვიან

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში შინაური პირუტყვი ცოფით დაავადდა. სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის 2014 წლის 12 ნოემბრის #270-ე განკარგულების საფუძველზე ნიგვზიანი ცოფის მხრივ არაკეთილსაიმედოდ, ხოლო მისი მიმდებარე ტერიტორია (2-3 კმ რადიუსი) დაავადების მხრივ საშიშროების ქვეშ მყოფ ტერიტორიად გამოცხადდა. განკარგულების საფუძველზე, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულმა სამმართველომ უნდა უზრუნველყოს დაავადების არაკეთილსაიმედო კერაში და ცოფის მხრივ საშიშროების ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე დაავადების საწინააღმდეგო კომპლექსური ღონისძიებების გატარება. ასევე იმუნურ-ბუფერული ზონის შექმნის მიზნით, ცოფის კერის ირგვლივ აუცილებელია გატარდეს ცოფის ყველა ამთვისებელი ცხოველის იძულებითი რკალური პროფილაქტიკური ვაქცინაცია (2-3კმ რადიუსით). აღნიშნული განკარგულების შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის ტერიტორიაზე დაწესდა შეზღუდვა და შესაბამისი სამსახურების მიერ, კანონით გათვალისწინებული ვეტერინარულ-სანიტარული ღონისძიებები ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები