დონეცკის აეროპორტში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

უკრაინული შეარაღებული ძალების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად დონეცკის აეროპორტში საბერძნეთის მოქალაქე აფანასი კოსე დაიღუპა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება. სააგენტო ამ ინფორმაციას დაღუპულის მეგობრის, პანაიოტის ქსანტოპულოსის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცნობილია, რომ კოსე მეამბოხეების მხარეს, რამდენიმე თვის განმავლობაში „თეთრი წიგნის“ გამოსაცემად უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დანაშაულის შესახებ მასალებს აგროვებდა.
„აფანასის ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა – საბერძნეთის და უკრაინის. ის დონეცკელი ბერძენი იყო, მისი ოჯახი საბერძნეთშია – 2 შვილი ჰყავს. მისი დედა დონეცკთან ახლოს ცხოვრობს. აფანასიმ უკრაინის მოვლენების შესახებ კარგი მასალები მოაგროვა“, – განაცხადა ქსანტოპულოსმა. „ის მუდმივად მატყობინებდა, თუ რა ხდებოდა უკრაინაში“. ქსანტოპოლუსმა მეგობრის სიტყვები მოიყვანა: „თუ ბერძნული მედია არ წერს სიმართლეს უკრაინის შესახებ, მაშინ ამას ჩვენ დავწერთ“, – ამბობდა კოსე. გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში პარლამენტის წინ დაღუპულის ხსოვნისადმი მიძღვნილი მიტინგი ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები