„აირზენა“ „ლუფ თანზასთან“ თანამშრომლობის 15 წლის იუბილეს აღნიშნავს

 ავიაკომპანია „აირზენა“ კომპანია „ლუფ თანზასთან“ ტექნიკური მომსახურების საკითხებში თანამშრომლობის 15 წლის იუბილეს აღნიშნავს. როგორც “კვირასთან“ საუბრისას „აირზენა ჯორჯიან ეარვეისის“ ხელმძღვანელმა თამაზ გაიაშვილმა აღნიშნა, იუბილესთან დაკავშირებით საქართველოში “ლუფ თანზას“ ტექნიკური ხელძღვანელები იმყოფებიან. „აირზენას“ და „ლუფ თანზას“ მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები აქვთ, წლების მანძილზე ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდა. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით საქართველოში იმყოფებიან კომპანიის ტექნიკური დირექტორატის წარმომადგენლები. სასტუმრო „რედისონში“ 14:00 საათზე პრესკონფერენციას გავმართავთ, შემდეგ იქნება ფურშეტი, საღამოს კი – წვეულება“, – აღნიშნა თამაზ გაიაშვილმა.
„აირზენა“ უახლოეს პერიოდში დაარსებიდან 20 წლისთავის აღნიშვნასაც გეგმავს. როგორც “კვირასთან “ გაიაშვილმა აღნიშნა, “აირზენას“ იუბილე გაცილებით პომპეზური იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები