პრემიერის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, ენგურის ხიდიდან ერთი კილომეტრის მანძილზე, მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრი აშენდება, – პროექტის შესახებ დღეს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
მულტიფუნქციურ სავაჭრო ცენტრში, რომლის მშენებლობა 2015 წლის გაზაფხულზე დაიწყება და შემოდგომაზე დასრულდება, ასევე განთავსდება ბანკი, ვეტერინარული კლინიკა, ფოსტა, აფთიაქი, მცირე სამაცივრე დანადგარები და სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიმღები პუნქტი. ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს წყალტუბოს განვითარების კონცეფცია და მოისმინეს „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობის ანგარიში. საუბარი შეეხო ფონდის თანადაფინანსებით უკვე მიმდინარე და 2015 წლისთვის დაგეგმილ პროექტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები