ლევან იზორია: პირველი გასაღები უნდა იყოს იმ ორგანოში, რომელიც არის პასუხისმგებელი უსაფრთხოებაზე

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლევან იზორია მოსმენებთან დაკავშირებით ე.წ. გასაღების საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, პირველი გასაღები უნდა იყოს ორგანოში, რომელიც უსაფრთხოებას და საზოგადოებრივ წესრიგს უზრუნველყოფს.
„პირველი გასაღები აუცილებლად უნდა იყოს იმ ორგანოში, რომელიც არის პასუხისმგებელი ეროვნულ უსაფრთხოებაზე და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფაზე. არგუმენტი, რომელიც ამ დისკუსიაში მესმის – ოღონდ შსს-ს არა გასაღები და სხვას ყველას, ვისაც გინდათ – ეს ყოველგვარ დასაბუთებას, სამართლებრივ მსჯელობას მოკლებულია.
მაშინ, მოდი, შსს გავაუქმოთ, საერთოდ, რადგან თუ არ ენდობი ერთ ნაწილში ინსტიტუტს და ამბობ, რომ ლოგიკურად ეს გამოიწვევს უკანონობას, მაშინ, ბუნებრივია, სხვა ნაწილშიც არ ენდობი და საერთოდ სისტემას არ ენდობი“, – განაცხადა იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები