ექსპერტიზის დასკვნით, 7 ნოემბრის ფოტოებზე ნამდვილად ერეკლე კოდუაა ასახული

 

    სოციალურ ქსელში 7 ნოემბრის აქციაზე გადაღებული ფოტოები გავრცელდა, სადაც სპეცრაზმის თანამშრომლებთან ერთად სოდი-ის ყოფილი უფროსი ერეკლე კოდუაა აღბეჭდილი.
როგორც ფოტოების ავტორმა ნოდარ ცხვირაშვილმა განაცხადა, ფოტოები სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში მიიტანა, სადაც კადრებს ექსპერტიზა ჩაუტარდა. მისივე თქმით, ექსპერტიზის პასუხით დასტურდება, რომ სურათი არის დაუმუშავებელი და მასში ნამდვილად არის ასახული იმ დროინდელი სოდის უფროსი ერეკლე კოდუა.
“ალბათ, გახსოვთ, რომ ნანუკა ჟორჟოლიანმა ჩემს მიერ გამოქვეყნებულ 7 ნოემბრის ფოტოებზე თქვა, რომ მონტაჟია. ეს ფოტოები მე გადავიღე, ამიტომ ძალიან მინდოდა, რომ ყველას სიმართლე სცოდნოდა. ამიტომ, მივიტანე სამხარაულის ბიუროში და მოვითხოვე ოფიციალური ექსპერტიზა. ვაქვეყნებ სწორედ ამ ექსპერტიზის პასუხს, რომელიც ადასტურებს, რომ სურათი არის დაუმუშავებელი და მასში ნამდვილად არის ასახული იმ დროინდელი სოდის უფროსი ერეკლე კოდუა. ამ ლინკზე არის განთავსებული ის ფოტოები, რომელსაც ჩაუტარდა ექსპერტიზა, ყველა ფოტო არის ორიგინალი და ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩაუტაროს მას ექსპერტიზა სადაც უნდა”, – აცხადებს ცხვირაშვილი.

1

2

3

4

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები