ვალერი კვარაცხელია სამეგრელოს რეგიონის ექიმებს შეხვდა

 

   შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია სამეგრელოს რეგიონის კლინიკების ექიმებს და მათ მენეჯერებს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ ადგილობრივი ექიმებისგან მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს ის პროგრამები, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს.
ასევე, ექიმებს გააცნო სამინისტროს მიერ დაგეგმილი სამომავლო გეგმები და პროექტები. კერძოდ, საუბარი შეეხო ც-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას, რომელსაც სამინისტრო მომავალი წლიდან განახორციელებს. ვალერი კვარაცხელიამ ვრცლად ისაუბრა სამინისტროს ახალ ინიციატივაზე, რომლის თანახმად რეგიონებში დეფიციტური კადრების შენარჩუნება უნდა მოხდეს. კერძოდ, სამინისტრო დააფინანსებს დიპლომისშემდგომ განათლებას იმ პირებისთვის, რომლებიც დიპლომისშემდგომ განათლების მიღების შემდეგ მაღალმთიან ან საზღვრისპირა რეგიონებში წავლენ და რამდენიმე წლით იმუშავებენ სამინისტროს მიერ შეთავაზებულ კლინიკებში.
ვალერი კვარაცხელია ხვალ ქუთაისში კლინიკა „ელ-ჯი“-ში ახალი ბლოკის გახსნას დაესწრება, რომლის შემდგომაც იმერეთის რეგიონის ექიმებს შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები