ეროვნული სტრატეგიის სამუშაო ვერსიას ხვალ განიხილავენ

 

           ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგიის სამუშაო ვერსიას ხვალ სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” განიხილავენ.
ღონისძიებას მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ნინო კობახიძე გახსნის. სტრატეგიის სამუშაო ვერსიას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია წარადგენს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, პრეზენტაციის შემდეგ, თემის ირგვლივ დისკუსია გაიმართება. ღონისძიებაზე მიწვეული არიან მთავრობის წევრები ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგიის სამუშაო ვერსიის განხილვა 21 ნოემბერს 14:00 სათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები