კიევის წარმომადგენლები: ეუთოს ავტოკოლონის მიმართ სროლა – პროვოკაციაა

 

   ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ავტოკოლონის მიმართ სროლა დონეცკის ოლქში – „ბოევიკების“ პროვოკაციაა. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა. მისი თქმით, „ბოევიკებმა“ „АТО“-ს ძალების ტაქტიკური ნიშნები გამოიყენეს.
„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ტერორისტებს პროვოკაციების განსახორციელებლად საკუთარ ტექნიკაზე „АТО“-ს ძალების ტაქტიკური მარკიროვკა გადააქვთ. ამ შემთხვევაში სწორედ ამაზეა საუბარი“, – განაცხადა ლისენკომ.
ლისენკომ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინული მხარე არ უარყოფს ეუთოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და მადლობელია ინციდენტების დაფიქსირებისთვის.
შეგახსენებთ, მანამდე ინფორმაცია გავრცელდა, რომ უკრაინის დონეცკის ოლქში სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა მამაკაცმა ეუთოს საერთაშორისო დამკვირვებლების ავტოკოლონას ცეცხლი გაუხსნა. ინციდენტი დონეცკის მახლობლად, ქალაქ მარიინკაში მოხდა, – წერს „ბი-ბი-სი“.
როგორც თავად დამკვირვებლები ყვებიან, მათ სატვირთო მანქანა შენიშნეს, რომელსაც მწვანე ხის ყუთი გადაჰქონდა. სატვირთო მანქანის პლატფორმაზე 2 შეიარაღებული მამაკაცი იდგა. ერთ-ერთმა დამკვირვებლების მიმართულებით 2 გასროლა განახორციელა.
როგორც ეუთოს განცადებაშია ნათქვამი, ტყვიები ერთ-ერთი მანქანის გვერდით, 2 მეტრის დაშორებით დაეცა. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები