“ე. წ. გასაღები არც კერძო პროვაიდერი კომპანიებისა და არც სასამართლოს ხელში არ უნდა იყოს“

 

    საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი გია ვოლსკი ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პროექტს მხარს უჭერს.
როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, შს სამინისტროს კონტროლს ფარული მოსმენების პროცესში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტი უზრუნველყოფს.
“არსებული საკითხი ქაოსისგან და სრული განუკითხაობისგან ახალ ეტაპზე გადადის. გვექნება სისტემა, რომელიც არსებობს წამყვან ქვეყნებში, სადაც შს სამინისტროს აქვს სერიოზული პასუხისმგებლობა. ასევე სერიოზული პასუხისმგებლობა აქვს სასამართლოს და პროცესში ჩართული იქნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, რომელიც აღიჭურვება საჭირო ფინანსური და ტექნიკური რესურსით”, – განუცხადა ჟურნალისტებს ვოლსკიმ.
მისვე თქმით, ე. წ. გასაღები არც მარეგულირებელი კომისიის, არც კერძო პროვაიდერი კომპანიებისა და არც სასამართლოს ხელში არ უნდა იყოს.
დეპუტატების ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, შემოდის ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა, რომლიდანაც ერთი გასაღები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, მეორე კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები