სკანდალი: რუსულ ვებგვერდზე 100-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეების კერძო ვიდეოჩანაწერების ტრანსლაცია ხდებოდა

 

     რუსეთის სერვერზე განთავსებულმა ვებგვერდმა, რომელიც მომხმარებლებს რეალური დროის რეჟიმში მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ვებკამერების მაუწყებლობის დაკვირვების შესაძლებლობას იძლევა, კიბერუსაფრთხოების საკითხებში სპეციალისტების შეშფოთება გამოიწვია.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, კამერები, რომელთა მასალები ვებგვერდის საშუალებით ხდება ხელმისაწვდომი, ვიდეოდაკვირვების სისტემებთანაა დაკავშირებული, მათ შორის კერძო სახლებში. ამ კამერების საშუალებით მძინარე ახალშობილების გაკონტროლებაც შეიძლება, რომელთა ოთახებში მშობლებმა კამერა დააყენეს.
საერთო ჯამში, ვებგვერდზე განთავსებულია ლინკები იმ ვებკამერებზე, რომლებიც 100-ზე მეტი ქვეყნის ტერიტორიაზე მუშაობენ. „ბი-ბი-სიმ“ ვებგვერდის სახელწოდების საიდუმლოდ დაეტოვების გადაწყვეტილება მიიღო.
ანალიტიკური სერვისების მონაცემებით, სერვერი, რომელზეც ვებგვერდია განთავსებული, რუსეთის ტერიტორიაზეა. შესაბამისად, ის რუსეთში მომუშავე ჰაკერებმა შექმნეს.
ვებგვერდის ადმინისტრატორების განცხადებით, მათი საქმიანობა არ არის ჰაკერული, რადგან ისინი სხვების კამერებს არ ტეხავენ, არამედ მწარმოებლების მიერ მათზე დაყენებულ სტანდარტულ პაროლებს იყენებენ.
ყოველ გაჯეტს, რომელიც ქსელს დაუკავშირდება, აქვს პაროლი – მაგალითად, 0000000, ან 8888888, რომელიც, მწარმოებლების რეკომენდაციით, უნდა შეიცვალოს. თუმცა უმეტესობა ამ პაროლებს არ ცვლის.
ბრიტანულ მარეგულირებელ ორგანოებს სანქციების მიღება ვებგვერდის მიმართ, რომელიც რუსულ სერვერზეა განთავსებული, თავად არ შეუძლიათ. მათ ამ საკითხზე რუსეთის ხელისუფლებას უნდა მიმართონ. ვებგვერდის მუშაობა ბრიტანულ კანონებს არღვევს.
ცნობისთვის, ვებგვერდზე იმ კამერების სიაა მოყვანილი, რომლებიც ტრანსლაციას სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებენ. ყველაზე ხშირად ვებგვერდზე ნახსენებია მწარმოებელი Foscam-ი, ასევე Lynksys-ი და Panasonic-ი.
შეგახსენებთ, რომ 2013 წელს ჰიუსტონში ერთ-ერთმა ოჯახმა განაცხადა, რომ Foscam-ის კამერიდან, რომელიც მათი 2 წლის შვილის ოთახში იყო დაყენებული, უცენზურო სიტყვები გაისმა. კომპანიამ საკუთარი ვებკამერების პროგრამული უზრუნველყოფის „აფდეითი“ გააკეთა, თუმცა ბევრმა მესაკუთრემ მას იგნორირება გაუკეთა.

10816125_871271692913070_2054338728_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები