ვახტანგ კაპანაძემ ლილი ანწუხელიძის ოჯახს მიუსამძიმრა

 

     გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ ლილი ანწუხელიძის ოჯახს მიუსამძიმრა.
შეგახსენებთ, რომ 18 ნოემბერს 55 წლის ასაკში ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დედა ლილი ანწუხელიძე გარდაიცვალა. ლილი ანწუხელიძეს ახმეტის რაიონის სოფელ ალვანში დაკრძალავენ. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დედის, ლილი ანწუხელიძის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა საორგანიზაციო ხარჯს მთავრობა დაფარავს.
გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეა. სერჟანტი დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“, მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის წოდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები