ალექსანდრე ჭიკაიძე ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს იანოშ ჰერმანს შეხვდა.
მხარეების შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობის ფორმატები განიხილეს, მათ შორის ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის შესრულების პროცესთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები