„კანდიდატურა, რომელსაც მე უნდა შევეცვალე, წინასწარ იყო შერჩეული“

კანდიდატურა, რომელსაც მე უნდა შევეცვალე, წინასწარ იყო შერჩეული,- ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ რადიო “თავისუფლებასთან” ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ეს კამპანია არის პოლიტიკურად მოტივირებული, რომ შესაძლო და პოტენციური პოლიტიკური კონკურენტი მომავალი არჩევნების პერიოდში გაისვაროს.
“პრემიერ-მინისტრის ღრმა ცოდნამ ოპერატიული და საიდუმლო მასალების დეტალების კიდევ უფრო გამიღრმავა ეჭვი, რომელიც ძალიან ბევრს აქვს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ – მთელი ეს კამპანია არის პოლიტიკურად მოტივირებული, რომ დაისვაროს შესაძლო და პოტენციური პოლიტიკური კონკურენტი მომავალი არჩევნების პერიოდში. მათ იცოდნენ, რომ მე ვაპირებდი ყრილობის ჩატარებას. ამასაც ვუკავშირებ სამართალდამცავი სტრუქტურის გააქტიურებას. მე არ მითქვამს, რომ ქვეყანამ გადაუხვია ევროატლანტიკური გზიდან, მე ვთქვი, რომ შეკითხვები არსებობს და შევიკრიბოთ პოლიტიკურ საბჭოზე და განვიხილოთ, მაგრამ ეს არ შედგა. აქედან გამომდინარე, მართლაც, მგონია, რომ ეს ყველაფერი იყო წინასწარ დაგეგმილი, ისევე როგორც შერჩეული იყო კანდიდატურა, რომელსაც მე უნდა შევეცვალე, რადგან იმ წამსვე ახალი კანდიდატურა დასახელდა”, – განაცხადა ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები