კონსტანტინე კუბლაშვილს ე.წ. გასაღების კანონპროექტი რთულად ესახება

უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარე ფარულ მოსმენებზე წვდომის გასაღებთან დაკავშირებით ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ მომზადებულ კანონპროექტს კარგად არ იცნობს.
როგორც კონსტანტინე კუბლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას ე.წ. გასაღების სასამართლოს ხელში არსებობა რთულად ესახება.
მისი თქმით, სასამართლო სისტემასთან და იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან ერთად ამ საკითხზე, სავარაუდოდ, მსჯელობა გაიმართება, რის შემდეგაც სასამართლოს პოზიცია გახდება ცნობილი.
“ძალიან რთული საკითხია. სიღრმისეულად არ შემისწავლია ეს პროექტი. ყველამ კარგად იცის, რომ მოსამართლე არის ფარულ მოსმენებზე პროცესის მთავარი მონაწილე, რომელიც გასცემს ბრძანებას, რის გარეშეც არ შეიძლება მოსმენა ან თვალყურის დევნება. ჯერ რთულად მესახება, რომ პროცესის მთავარი მონაწილე, რომელიც ბრძანებას გასცემს, ამ პროცესში შემდგომში იყოს განმახორციელებელი ამ ბრძანებისა სხვასთან ერთად და გააკონტროლოს ეს პროცესი. გაცემული ბრძანების შედეგად მიღებული მტკიცებულებები ისევ უკან უბრუნდება მოსამართლეს და ხელმეორედ უნდა განიხილოს სხდომის წარმართვის დროს. ამას ძალიან დიდი დაფიქრება სჭირდება და არა მხოლოდ მე, არამედ მთელი სასამართლო სისტემა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ალბათ ვიმსჯელებთ ამაზე და დავაფიქსირებთ პოზიციას”, – განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციები ე.წ. ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედების ინიციატივით გამოდიან, რომელთაგან ერთი გასაღები ექნება სასამართლოს, ხოლო მეორე – მობილურ კომპანიებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები