დე ფაქტო სამხრეთ ოსეთი და რუსეთი ახალ ინტეგრაციულ შეთანხმებას ამზადებენ

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთი და რუსეთი ახალ ინტეგრაციულ შეთანხმებას ამზადებენ. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტის“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბორის ჩოჩიევის განცხადებით, ხელშეკრულება ორმხრივ ურთიერთობებს ახალ დონეზე გადაიყვანს, პირველ რიგში, ეს სამხედრო სფეროს ეხება.
„რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან კოლეგებთან ერთად ახალი კომპლექსური ინტაგრაციული შეთანხმების პროექტს ვამუშავებთ. ახალი დოკუმენტი მოქმედი პროექტისგან საგრძნობლად განსხვავებული იქნება, რადგან ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებს ახალ დონეზე გადაიყვანს, პირველ რიგში, სამხედრო სფეროში“, – განაცხადა ჩოჩიევმა.
მისი თქმით, „სამხრეთ ოსეთისთვის უსაფრთხოების საკითხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“.
შეგახსენებთ, რომ მოქმედი შეთანხმება მეგობრობის, თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების შესახებ რუსეთსა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთს შორის 2008 წლის სექტემბერში მოსკოვში გაფორმდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები