არასამთავრობო ორგანიზაციები „ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებაზე უარს აცხადებენ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებით, პარლამენტში ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების საკანონმდებლო წინადადებებია შეტანილი, თუმცა აქამდე მათი ინიცირება ვერ მოხერხდა.
როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა დღეს „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, მმართველი კოალიციაში არავინ გამოჩნდა, ვინც არასამთავრობოების წინადადებების ინიცირებას მოახდენდა.
„გუშინ სამუშაო შეხვედრაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან იყო წინადადება, რომ თუკი არავინ დაარეგისტრირებდა აღნიშნულ წინადადებას, მაშინ ისინი დაარეგისტრირებდნენ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცერსი პოლიტიკური დისკრედიტაციისგან მაქსიმალურად შორს იყოს. ჩვენ ასეთ შემთხვევაში გვაქვს მოლოდინი, რომ საუბარი იქნება, თითქოს ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ვარიანტი და მთავრობა ამას ხშირად გამოიყენებს. ადრე ნამდვილად არ ვაქცევდით ყურადღებას, რომ ჩვენთან მიმართებაში ასეთი გზავნილები ჟღერდებოდა. მაგრამ ახლა იმდენად მნიშვნელოვანია ეს პროცესი აბსოლუტურად შორს იყოს პოლიტიკისგან, რომ ამ წინადადებაზე უარს ვამბობთ. ამიტომ კითხვაზე – ვიღებთ თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ შემოთავაზებას, პასუხია არა, ჩვენ არ ვიღებთ მათ შემოთავაზებას“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები