ათი ყველაზე უაზრო სიკვდილი

მე- 10 ადგილი: 99 წლის დები მილსი ნიუბრაფტონიდან სატვირთო ავტომანქანის ბორბლებში მოჰყვა. დაბადების დღის წინა საღამოს, მეორე დღეს მას 100 წელი უსრულდებოდა…

მე-9 ადგილი: 42 წლის პიტერ სტოუნი მისმა 8 წლის გოგონამ მოკლა, რომელიც მან დასაჯა და უვახშმოდ დატოვა. გაბრაზებულმა გოგონამ მამას 80 აბი თავგვის წამალი ჩაუყარა.

მე-8 ადგილი: 17 წლის დევიდ დანილი მისმა მეგობარმა გოგონამ მას მერე მოკლა, რაც ბიჭმა მას სექსი შესთავაზა. პისტოლეტი გოგონას მამამ ყოველი შემთხვევისთვის, თავის დასაცავად, პაემნამდე ერთი საათით ადრე აჩუქა.

მე-7 ადგილი: 27 წლის ხავიერ ხალოსი სახლის მეპატრონემ უნიტაზის სახურავით მოკლა, მდგმურს 8 წლის ბინის ქირა არ ჰქონდა გადახდილი.

მე-6 ადგილი: 20 წლის ჯულია სმიტი 18 წლის ძმამ იმის გამო მოკლა, რომ გოგონა დიდხანს ლაპარაკობდა ტელეფონზე.

მე-5 ადგილი: 44 წლის ხოლენა სიმზი, ცნობილი ფიზიკოსის ცოლი, ქმარმა ღალატის გამო მოკლა. ფიზიკოსი მეუღლეს 3 თვის განმავლობაში მაკიაჟის საშუალებაში რადიოაქტიულ ნივთიერებებს უყრიდა.

მე- 4 ადგილი: ამერიკის სერჟანტმა ჯონ ვინტერმა თავისი ცოლი იმ მანქანაში ჩასვა, სადაც წინასწარ 250 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება მოათავსა, რის შემდეგაც მსხვერპლისგან არაფერი დარჩა. აფეთქების ხმა ეპიცენტრიდან 15 კილომენტრში გაიგეს.

მე-3 ადგილი: 35 წლის პატი ვინტერი მისმა მეზობელმა მას მერე მოკლა, რაც ამ უკანასკნელმა იგი ასაფეთქებელი რეაქტიული ძრავის F4 -ის შენახვისთვის პოლიციაში დააბეზღა.

მე-2 ადგილი: 32 წლის ჰომოსექსუალმა ლიუისიმ საყვარელს ნარკოტიკების დიდი დოზა მისცა, ამის შემდეგ ჩამოაცვა ხის ორმხრივი ფარი, რომლის ერთ მხარესაც ეწერა: ,,სიკვდილი ზანგებს!“, მეორე მხარეს კი,- “ღმერთს უყვარს კკკ“, რის შემდეგაც ერთ ნაციონალისტურ რაიონში წაიყვანა და იქ ჩამოსვა. ორი წუთის მერე იგი მოკლეს.

პირველ ადგილზე აღმოჩნდა: 44 წლის მეგან ფრაი, რომელიც პოლიციის აკადემიის კურსანტებმა მოკლა. ქალმა სამხედრო წვრთნის დროს მათი შეშინება გადაწყვიტა, მოფარებული ადგილიდან კურსანტებს მოულოდნელად გამოუხტა და იმ წუთშივე 67 ტყვიით გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები