ბათუმში ილჰამ ალიევის სურათი ჩამოხიეს

ბათუმში სასტუმრო „რედისონში“ აზერბაიჯანის პრეზიდენტის სურათი ჩამოხიეს. ინციდენტი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე მოხდა. აზერბაიჯანის დელეგაციის წარმომადგენლებმა ის პლაკატები ჩამოხიეს, სადაც ილჰამ ალიევის სურათი იყო გამოსახული წარწერებით, რომ ქვეყანაში არის კორუფცია და ადამიანის უფლებები ირღვევა.
აზერბაიჯანის დელეგაციის წევრები აცხადებენ, რომ დემოკრატიული თვალსაზრისით ხარვეზები ბევრ ქვეყანას აქვს და ამ ფორუმზე მხოლოდ აზერბაიჯანის მაგალითის გამოტანა მათთვის მიუღებელია. მოგვიანებით, აზერბაიჯანის დელეგაციის წევრებმა სხვა ბანერებიც ჩამოხიეს. მათი თქმით, ადამიანის უფლებები სხვა ქვეყნებშიც ირღვევა და მათთვის შეურაცხყოფაა, როდესაც მხოლოდ აზერბაიჯანზეა ბანერები გაკრული.
ფორუმის მუშაობაში მონაწილეობენ “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების – აზერბაიჯანის, ბელორუსის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის, ასევე, ევროკავშირის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ფორუმზე ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში ევროინტეგრაციისა და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები