სამთო – სადაზვერვო ბატალიონი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა (ვიდეო)

სპეციალური ოპერაციების ძალების სამთო- სადაზვერვო ბატალიონი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. ქართველი სამხედროები ამერიკული კონტიგენტის შემადგენლობაში 7 თვის განმავლობაში ყანდაღარის საავიაციო ბაზაზე მსახურობდნენ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 146 სამხედრო მოსამსახურეს სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე დახვდა. ვიცე-პოლკოვნიკმა დიმიტრი კიკნაძემ ჯარისკაცებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცა და ISAF-ის მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.
ავღანეთში ქართველი სამხედრო მოსამსახურეები კოალიციურ ძალებთან ერთად სრული სპექტრის ოპერაციებს ასრულებდნენ.
ქართველი სამხედროები სამშობლოში უდანაკარგოდ დაბრუნდნენ. სამთო-სადაზვერვო ბატალიონი ბოლო ქართული ქვედანაყოფია, რომელმაც ISAF-ის მისიის ფარგლებში, ყანდაღარის პროვინციაში საბრძოლო დავალებები საქართველოს დროშის ქვეშ შეასრულა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=xMmrhjuwdhk” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები