ბრიტანელები პუტინს საკუთარი ტანკების ამოცნობაში “ეხმარებიან”

უკრაინაში დიდი ბრიტანეთის საელჩომ ტვიტერში ინფოგრაფიკა გამოაქვეყნა, რომელიც რუსული და უკრაინული ტანკების განსხვავების საშუალებას იძლევა. „პუტინი უკრაინაში მეომრების და რუსული სამხედრო ტექნიკის არსებობას უარყოფს. აი სახელმძღვანელო, რომ კრემლს საკუთარი ტანკების ამოცნობაში დავეხმაროთ“ – ნათქვამია ბრიტანეთის საელჩოს ტვიტერ-განცხადებაში. ბრიტანულმა საელჩომ ვიზუალურ გამოსახულებაზე განმასხვავებელი ნიშნების დასახასიათებლად ტექსტიც დაურთო. ინფოგრაფიკაზე რუსული ტანკი „Т-52БМ“ გამოსახული, რომელიც უკრაინის შეიარაღებაში არ გვხვდება. ინფოგრაფიკაზე საელჩო ყურადღებას რუსული ტანკის ზოგიერთ ნაწილზე ამახვილებს ყურადღებას – ესენია აქტიური ჯავშანი „Контакт-5″ და სატანკო სარაკეტო მართვადი კომპლექსი „Рефлекс-М“. სწორედ ამ ნაწილებით შეგვიძლია განვასხვავოთ ვისია ტანკი – რუსული თუ უკრაინული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები