გივი თარგამაძე ლაშა თორდიასთან მეგობრობაზე უარს აცხადებს

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის განცხადებით, გენერალურმა აუდიტორმა თანამდებობის შენარჩუნება ყოველგვარი პრინციპების დათმობის ხარჯზე არჩია. როგორც თარგამაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ლაშა თორდია ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს.
“თუკი ჩემი ლაშა თორდიასთან შეხვედრა ნახეთ, დაინახავდით, რომ ის ჩემი მეგობარი აღარ არის. არსებობს რამდენიმე მაგალითი, რომ იგი მოქმედებს ორმაგი სტანდარტებით”, – განაცხადა თარგამაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები