თორდია თარგამაძეს პასუხობს: ნამდვილად არ ვეხვეწები არავის მეგობრობას

ნამდვილად არ ვეხვეწები არავის მეგობრობას, – ასე გამოეხმაურა გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო გამოშვება “ქრონიკაში” უმცირესობის წევრის გივი თარგამაძის განცხადებას.
როგორც თორდიამ პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა, “ძალიან წუხს” ასეთი შეფასებისთვის.

“ძალიან ვწუხვარ ასეთი შეფასებისთვის. ნამდვილად არ ვეხვეწები არავის მეგობრობას. ძალიან ცუდია, როდესაც ინსტიტუციურ თემატიკასთან დაკავშირებული საკითხები დადის პიროვნულ დონეზე, თუმცა მინდა ყველას ვუთხრა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური ნამდვილად ვერ დავა ჩემი პოლიტიკური წარსულიდან გამომდინარე, ჩემს განწყობებზე და ჩემს კეთილგანწყობებზე ამ შემთხვევაში “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ თუ “ქართული ოცნების” მიმართ, ვინაიდან სპეციფიური სამსახურია, რომელიც უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური”, – აღნიშნა ლაშა თორდიამ.
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერმა გივი თარგამაძემ დღეს განაცხადა, რომ გენერალურმა აუდიტორმა თანამდებობის შენარჩუნება ყოველგვარი პრინციპების დათმობის ხარჯზე არჩია.
“თუკი ჩემი ლაშა თორდიასთან შეხვედრა ნახეთ, დაინახავდით, რომ ის ჩემი მეგობარი აღარ არის. არსებობს რამდენიმე მაგალითი, რომ მოქმედებს ორმაგი სტანდარტებით”, – განაცხადა გივი თარგამაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები