კახა კახიშვილი პატიმართა წამების შესახებ ომბუდსმენის განცხადებაზე პირველ კომენტარს აკეთებს

   სასჯელაღსრულების მინისტრის პირველი მოადგილის კახი კახიშვილის განცხადებით, თუ სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი დაფიქსირდა, რეაგირება ძალიან მკაცრი იქნება. ასე გამოეხმაურა მინისტრის მოადგილე სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პატიმრების წამების შესახებ.
„როდესაც 12- ში ხდება შესაძლო დანაშაული და ჩვენთან პრესის მეშვეობით შეტყობინება შემოდის 19 რიცხვში, რთულდება სრულფასოვანი გამოძიება, რადგან ექსპერტიზისთვის, დაზიანების წარმოშობის ხარისხის დასადგენად მნიშვნელოვანია დროა. დღეს ეს გართულებულია. ეს კითხვის ნიშნის ქვეშ რომ არ იყოს, მივიდეთ და ყველაფერი გავარკვიოთ. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. მინისტრმა ეს საკითხი კონტროლზე აიყვანა. თუ დადგინდა, რომ სისტემის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების დროს გადაამეტეს ფაქტს, რეაგირება კანონის ფარგლებში ძალიან მკაცრი იქნება“,- განაცხადა კახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები