19 ნოემბერი მსოფლიო სანიტარიის დღეა

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ ნარჩენების თემაზე ჩატარებული ვიდეოკონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა.
სამინისტროს ინფორმაციით, გარემოს დაცვის სამინისტრო, პრემიერ – მინისტრის ინიციატივით ახორციელებს პროექტს ”ნუ დატოვებ ნარჩენებს, იზრუნე გარემოზე”.
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ორგანიზებით, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით, ნარჩენების თემაზე ვიდეოკონკურსი ჩატარდა.
კონკურსში კახეთის და აჭარის რეგიონების 30- მდე საჯარო სკოლა მონაწილეობდა.
კონკურსანტებმა ნარჩენების თემატიკასთან დაკავშირებით ვიდეო-რგოლები წარმოადგინეს. კონკურსში მონაწილე ყველა სკოლას გარემოს ნარჩენების სეპარაციის ურნები, ხოლო გამარჯვებულ 15 სკოლას საჩუქრად სპეციალური ზურგჩანთები გადაეცათ. გამარჯვებული სკოლის მოსწავლეები ბულაჩაურის ბანაკში გაემგზავრებიან, სადაც მათ ნარჩენების მართვასა და სხვა გარემოსდაცვით აქტუალურ საკითხზე ტრენინგები ჩაუტარდებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები