პრემიერი: შთამბეჭდავია ის შედეგი, რასაც მინისტრმა შავლიაშვილმა მიაღწია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ქუთაისის შემოვლითი გზის 32-კილომეტრიან მონაკვეთი გახსნა.
მინისტრმა შთამბეჭდავი უწოდა ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით შავლიაშვილის და მისი წინამორბედის მუშაობას.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წინახელისუფლების დროს 8 წლის განმავლობაში მხოლოდ 70 კილომეტრის სიგრძის ავტომაგისტრალის მშნებელობა განხორციელდა. ახალი ხელისუფლების პირობებში კი 2 წელიწადში 55 კილომეტრი სიგრძის ავტომაგისტრალი აშენდა. “მართლაც შთამბეჭდავია ის შედეგი, რასაც მინისტრმა შავლიაშვილმა მიაღწია. წინა ხელისუფლების დროს 8 წლის განმავლობაში მოხდა მხოლოდ 70 კილომეტრის სიგრძის ავტომაგისტრალის მშნებელობა მინისტრმა შავლიაშვილმა და მისმა წინამორბედმა ერთობლივად შეძლეს 2 წელიწადში 55 კილომეტრი სიგრძის ავტომაგისტრალის მშნებლობა, 550 კილომეტრრზე მეტი გზის მშნებელობა-შეკეთება-რეაბილიტაცია, 80-ზე მეტი ხიდის კაპიტალური რეაბილიტაცია და 19 ახალი ხიდის მშნებელობა. ეს არის ის რეალური შედეგი რითაც ჩვენ ნამდვილად ვამაყობთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები