დევიდ გრებერის წიგნის „დემოკრატიის პროექტის“ პრეზენტაცია გაიმართება

21 ნოემბერს „რადარამი“ კაფე-ბარ „ზოესთან“ დევიდ გრებერის წიგნის „დემოკრატიის პროექტი: ისტორია, კრიზისი, მოძრაობა“ პრეზენტაციას გამართავს. მომხსენებლები არინ: რადარამის წარმომადგენელი მარიამ ადუაშვილი და წიგნის რედაქტორი ნათია მენაბდე.
წიგნი „დემოკრატიის პროექტი“ 2013 წელს გამოიცა და პოპულარულ წიგნად იქცა როგორც ამერიკაში, ისე ბევრ სხვა ქვეყანაში. მისი ავტორი, დევიდ გრებერი, თანამედროვე ანთროპოლოგი, ანარქისტი და აქტივისტია. ამ წიგნით გრებერი საუბრობს, ზოგადად, დემოკრატიის იდეაზე, თუმცა მისი მონათხრობი ბადებს შეკითხვას: შეგვიძლია თუ არა ვუწოდოთ თანამედროვე პოლიტიკურ სისტემას დემოკრატიული მაშინ, როცა მისი წყალობით მხოლოდ მდიდრები ხეირობენ, ხოლო სხვა დანარჩენები კი მათ ჩრდილში ექცევიან? გრებერი გვთავაზობს ახლებურ ხედვას, რომელსაც რადიკალური დემოკრატიისთვის ბრძოლას უწოდებს და სჯერა, რომ ჩვეულებრივ მოქალაქეებსაც შეუძლიათ შეცვალონ სამყარო.
წიგნი გამოიცა ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით.
როგორც ცნობილია, „რადარამი“ ქართულად თარგმნის და გამოსცემს მსოფლიო მასშტაბით აღიარებულ, პოპულარულ ენაზე დაწერილ სამეცნიერო, შემეცნებით, ბიოგრაფიულ და სხვა ჟანრის წიგნებს, რომლებიც ბოლო ხანებში სხვადასხვა ქვეყანაში გამოქვეყნდა. ჩვენი სურვილია, შევუქმნათ ქართველ მკითხველს პირობები, რათა მშობლიურ ენაზე გაეცნოს იმ წიგნებს, რომლებიც თანამედროვე აქტუალურ პოლიტიკურ, სოციალურ თუ ეკონომიკურ საკითხებს ეხება, შეიძინოს ისინი ხელმისაწვდომ ფასად და მსოფლიოში მიმდინარე დისკუსიაში ჩაებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები