პესკოვი: რუსეთს იმის 100%-იანი გარანტია სჭირდება, რომ უკრაინა ნატოში არ შევა

რუსეთს იმის 100%-იანი გარანტია სჭირდება, რომ არც ერთი ქვეყანა უკრაინის ნატოში შესვლაზე არ ფიქრობს. ამის შესახებ „ბი-ბი-სისთან“ ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. თუმცა, პესკოვის თქმითვე, რუსეთისთვის ამის გარანტია არავის მიუცია. ეს სიტუაცია მოსკოვს შეშფოთებას და ზომების მიღებას აიძულებს.
ამასთან, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დასავლეთს რუსეთის „ალყაში მოქცევაში“ დაადანაშაულა. პესკოვის განცხადებით, ნატომ საკუთარი ისტორიული პირობა დაარღვია და რუსეთის საზღვრებთან მიახლოება დაიწყო. პესკოვის მოსაზრებით, ნატო „ძალების ბალანსის დარღვევას ცდილობს“.
შეგახსენებთ, რომ მანამდე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ ვალტერ შტანმაერმა განაცხადა, რომ მოსკოვში ვიზიტისგან განსაკუთრებულ შედეგებს არ ელოდება. „სანამ რუსეთსა და დასავლურ სამყაროს, რუსეთსა და აშშ-ს შორის სერიოზული კონფლიქტი იქნება, მანამდე კითხვის ნიშნის ქვეშ, როგორც მინიმუმი, გაეროს უშიშროების საბჭოს ქმედითუნარიანობა იქნება“, – განაცხადა შტანმაიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები