სიგარეტი და ალკოჰოლური სასმელები შესაძლოა გაძვირდეს – პარლამენტში აღნიშნულზე დღეს იმსჯელებენ

მთავრობა სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის გადასახადის გაზრდის ინიციატივით გამოდის.
კანონპროექტს “საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე წარადგენს.
დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, 2015 წლის 1 იანვრიდან აქციზის ფასი იზრდება ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე, ალაოს ლუდზე, ეთილის სპირტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
გარდა ამისა, 2015 წლის 1 ივლისიდან შემოდის ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის გადასახადის ე.წ. „შერეული სისტემა,“ აგრეთვე იცვლება აქციზის გადახდის წესიც.
თამბაქოს ნაწარმისთვის აქციზით დასაბეგრი ოპერაციის, აქციზური საქონლის იმპორტისა და აქციზური საქონლის ექსპორტის თანხა განისაზღვრება რაოდენობით/წონით და საცალო სარეალიზაციო ფასის მიხედვით.
რაც შეეხება აქციზის გადასახადს, თანხა შემდეგნაირად განისაზღვრება: “თამბაქოს ნაწარმი“ ფილტრიანი სიგარეტები (20 ღერი) – აქციზის გადასახადი იზრდება 0,15 ლარით. “ალაოს ლუდი,“ “ეთილის სპირტი და ალკოჰოლური სასმელები“ – აქციზის გადასახადი იზრდება 100%-ით. “თამბაქოს ნაწარმი“ უფილტრო სიგარეტები (20 ღერი) – აქციზის გადასახადი იზრდება 0,05 ლარით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები