ირაკლი ღარიბაშვილი: როცა საქმე ეხება ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, კომპრომისს ვერ დავუშვებთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, როცა საქმე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ეხება, ხელისუფლება იქნება ძალიან პრინციპული და კომპრომისს არ დაუშვებს.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, ორდღიანი ვიზიტის შეჯამებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მთავრობის თავშეკავებულ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში და მოსკოვსა და აფხაზეთს შორის “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ” შეთანხმების შესაძლო გაფორმებით შეშფოთებულია. “მე მათ დეტალურად განვუმარტე ის რისკები, რაც შესაძლოა, მოჰყვეს ამ ხელშეკრულების გაფორმებას. კიდევ ერთხელ მოვუყევი, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კონსტრუქციული მიდგომა ჩვენს მეზობლებთან, მათ შორის რუსეთთან. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს მოწონება ჩვენი ახალი პოლიტიკისადმი, რომ ისინი მიესალმებიან ჩვენი მთავრობის თავშეკავებულ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში და მოგვიწოდებენ, რომ კონსტრუქციული დიალოგი გავაგრძელოთ. ჩვენ მზად ვართ, ეს დიალოგი გავაგრძელოთ, უბრალოდ, როცა საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ვიქნებით ძალიან პრინციპულები და კომპრომისს ვერ დავუშვებთ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები