ჰონგ-კონგში დემონსტრანტები საკანონმდებლო ორგანოში შეიჭრნენ

ჰონგ-კონგში არეულობაა. დემონსტრანტებს და პოლიციას შორის შეტაკებები მას მერე მოხდა, რაც სასამართლოს მანდატურებმა პროტესტანტების ბანაკის ნაწილი დაშალეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, მეგაპოლისის საკანონმდებლო ორგანოში დემონსტრანტების ჯგუფი შეიჭრა. აქტივისტებმა შუშის კარი ჩაამსხვრიეს. სამართალდამცავებმა ცრემსლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენეს და 4 ახალგაზრდა დააკავეს. ცნობილია ასევე, რომ 3 პოლიციელი ტრავმებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შეგახსენებთ, რომ ფართომასშტაბიანი დემონსტრაციები ჰონგ-კონგში 26 სექტემბერს დაიწყო. ახალგაზრდები ხელისუფლებისგან თავისუფალი არჩევანის უფლებას ითხოვენ. პეკინში განაცხადეს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების თავისუფალი არჩევნები 2017 წელს ჩატარდება, თუმცა აღნიშნეს, რომ ყველა კანდიდატმა დადებითი შეფასება წინასწარ პეკინში უნდა მიიღოს.
საპასუხოდ ჰონგ-კონგში არჩევნების სრული დემოკრატიზაციისთვის დაიწყეს ბრძოლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები