როგორ აიმაღლოს ქალმა თვითშეფასება და 100 %-ით თავდაჯერებული გახდეს?
გაიხსენეთ ჩვენი საბჭოური ბავშვობა სოციალისტურ გარემოში… პატარა გოგონები რომ ვიყავით, გვასწავლიდნენ, გვეშინოდეს: შეცდომების, კრიტიკის, ვიღაცის გასამართლების, მასისგან გამოყოფის, ხმის ამაღლების… როცა ამ რომელიმე შიშისგან ვცდილობდით თავის დაღწევას, უფროსები გვახსენებდნენ, რომ უნდა გვეშინოდეს, რადგან ჩვენი აღზრდის გამო გვჯეროდა, რომ ისინი ყოველთვის მართლები არიან. ამის გამო ჩვენი თვითშეფასება ნულის ქვემოთ დაეშვა.. როცა გავიზარდეთ, ამ შიშის კომპლექსებისგან გათავისუფლება დავიწყეთ. ამგვარი შიში ბევრი იყო, პრაქტიკულად ყველა ჩვენი მოქმედება ეჭვს იწვევდა.
მოდით, ახლა, ვინც 45-დან 60 წლამდეა, მათთან ერთად ვიმსჯელოთ, როგორ გავთავისუფლდეთ კომპლექსებისგან და ავიმაღლოთ თვითშეფასება. ამ ასაკის ქალს განსაკუთრებით უნდა, რომ გულწრფელ, პირველყოფილ გრძნობებსა და სურვილებს დაუბრუნდეს, საკუთარ თავს ის სიყვარული აჩუქოს, რომელიც მთელი ცხოვრება აკლდა. ქალი, რომელიც 45 წელს გადასცილდა, ინდივიდუალურობის გამოვლენასა და საკუთარი პიროვნების გაცნობიერებაზე ფიქრობს. მას ძლიერი სურვილი და მოთხოვნა აქვს, რომ იყოს არა მარტო დედა, ცოლი და მუშაკი, არამედ, უწინარესად, საკუთარ თავში ინდივიდუალური არსება და ძლიერი ქალი დაინახოს. საამისოდ გარკვეულ წესებს უნდა დაემორჩილოთ და ეს რჩევები გაითვალისწინოთ.
შეეცადეთ და ისწავლეთ:
1) არ ჩავარდეთ სასოწარკვეთილებაში და კრიტიკა უპასუხოდ არ დატოვოთ, საკუთარ თავში დარწმუნებული და მშვიდი იყავით. 2) კლიენტებს, პარტნიორებსა და ნაცნობებს საკუთარი ინტერესებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით მოელაპარაკეთ. 3) გააუმჯობესეთ ურთიერთობა მეუღლესთან, საყვარელ ადამიანებთან და მეგობრებთან და თავი საჭიროდ და საკუთარ მოქმედებებში თავდაჯერებულად იგრძენით. 4) გახსნილი იყავით ურთიერთობებში და საკუთარი ინდივიდუალურობით იამაყეთ. 5) ცხოვრება ააწყვეთ ისე, როგორც თქვენ გინდათ,- განა ეს არაა ცხოვრების აზრი?