“ე.წ. კაბელების საქმეში არსებული მასალების გარკვეული ნაწილი არ უნდა გასაჯაროვდეს”

ხვალ პარლამენტში ნდობის ჯგუფი შეიკრიბება და ე.წ. კაბელების საქმის მასალებზე იმსჯელებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა. სესიაშვილის აზრით, ე.წ. კაბელების საქმეში არსებული მასალების გარკვეული ნაწილი არ უნდა გასაჯაროვდეს. როგორც სესიაშვილმა “რუსთავი 2”-ის გადაცემა “არჩევანში” განაცხადა, გრიფით “საიდუმლოს” მოხსნის გადაწყვეტილებისას სახელმწიფო ინტერესებისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხის გათვალისწინება უნდა მოხდეს.
„როგორც ჩემთვის ცნობილია თავდაცვის სამინისტროს მასალები უკვე გადაგზავნილი აქვს შს სამინისტროში. კონტრდაზვერვის სამსახურს აქვს პასუხისმგებლობა განსაზღვროს ინფორმაციიდან რა ნაწილის გასაჯაროება უნდა მოხდეს. მე ამ დოკუმენტაციას უკვე გავეცანი. ვფიქრობ, რომ გარკვეული ნაწილი, რომელიც შეეხება ტექნიკურ ნაწილს – მაგისტრალს და ცალკეულ დელატებს, არ უნდა გასაჯაროვდეს. ასე ცალსახად ვერ ვიტყვი, რომ ერთი ხელის მოსმით მასალები უნდა გასაიდუმლოვდეს. იმაშიც ვერ დავეთანხმები ბატონ ირაკლი ალასანიას, რომ უკვე მოშიშვლდა საქმის საიდუმლოების დაცვის ხარისხი. ვფიქრობ, რომ ამ პროექტის დაცვის ხარისხი და უზრუნვეყოფა უნდა გაგრძელდეს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ დავიცვათ სახელმწიფო ინტერესები, სახელმწიფო საიდუმლოებები“, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
ამასთანავე, გადაცემაში სტუმრად მყოფ ალექსი პეტრიაშვილის კითხვაზე, ხვალ მოხდება თუ არა საქმის მასალების გასაჯაროება, ირაკლი სესიაშვილმა უპასუხა, რომ ეს საკითხი ნდობის ჯგუფის ყველა წევრის გადასაწყვეტია.
„მე მაქვს ერთი ხმა და ამ ჩემს ხმას გულწრფელად გამოვიყენებ, ჩემს შინაგან რწმენას გამოვიყენებ, მე ვფიქრობ, რომ ამ საქმეში გარკვეული ნაწილის განსაჯაროება შეიძლება, დანარჩენი ნდობის ჯგუფის წევრებმა უნდა გადაწყვიტონ“, – აღნიშნა სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები