ჰოლივუდის დიდების ხეივანში მეთიუ მაკკონაჰს ვარსკვლავი გაუხსნეს
ჰოლივუდის დიდების ხეივანში ცნობილი კინოვარსკვლავის მეთიუ მაკკონაჰის ვარსკვლავი გაიხსნა. ჰოლივუდის ბულვარში ვარსკვლავის გახსნის რიგით 2534-ე ცერემონიაზე მაკკონაჰის მხარდასაჭერად მის ოჯახთან ერთად ასობით ფანი და მისი კინოპატრნიორები შეიკრიბნენ.
„ეს განსაკუთრებული დღეა, დიდი მომენტი ჩემს კარიერასა და ჩემი ოჯახისთვის“, – განაცხადა 45 წლის ვარსკვლავმა.
ცერემონიაზე რეჟისორი კრისტოფერ ნოლანიც იმყოფებოდა, რომელმაც მსახიობის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა: „მაკკონაჰი სხვებზე შეუპოვრად შრომობს. ის იმსახურებს ამ ჯილდოს“, – განაცხადა ნოლანმა.
შეგახსენებთ 2014 წელს მეთიუ მაკკონაჰმა ფილმში „დალასის მყიდველთა კლუბი“ მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ოსკარი დაიმსახურა.