რატომ დაუკავშირდა ირაკლი ალასანია ირაკლი სესიაშვილს?!

პარლამენტის უმრავლესობის წევრის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, მას თავად ირაკლი ალასანია დაუკავშირდა და თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმის მასალების შესწავლა პარლამენტის ნდობის ჯგუფს სთხოვა – ამის შესახებ ირაკლი სესიაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ ისაუბრა.
„მას შემდეგ რაც ე.წ. კაბელების საქმეზე პროკურატურამ ბრალი წაუყენა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, როგორც ექსპერტები, ასევე პოლიტიკოსები საუბრობდნენ, რომ ეს საკითხი ნდობის ჯგუფის წევრებს უნდა განეხილათ. იმიტომ, რომ ქვეყანაში პარლამენტს აქვს საკონტროლო ფუნქციები და პარლამენტის ნდობის ჯგუფს უნდა ჰქონოდა უფლება არა მარტო ჩაეხედა ამ საქმეებში, არამედ ვალდებულებაც. თავად ირაკლი ალასანია დამიკავშირდა და მან გამოთქვა სურვილი ამ საქმის გამოთხოვა და ნდობის ჯგუფის მიერ ამ საკითხის შესწავლა. ასე, რომ ეს არ უკავშირდება პოლიტიკურ მოტივებს. მეტსაც გეტყვით, ხელისუფლება პოლიტიკური ნიშნით, ნამდვილად არ აწარმოებს საქმეებს“, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები