„ჩემთვის პრინციპული იყო, ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ გამოძიება დროზე დასრულებულიყო“

 ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, იგი ყოველთვის მომხრე იყო, სააკაშვილის, მერაბიშვილისა და უგულავას წინააღმდეგ წამოწყებული გამოძიებები დროზე დასრულებულიყო. ამის შესახებ პეტრიაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „რეაქციაში“ ისაუბრა.
„მე არ დავუშვებ პარალელის გავლებას ირაკლი ალასანიასა და იმ რეჟიმის წარმომადგენლების შემთხვევებზე, რომელთა მიმართებითაც ძალიან სერიოზული შეკითხვები არსებობს როგორც საზოგადოებაში, ისე საერთაშორისო თანამეგობრობაში. მძიმე შეკითხვებია სააკაშვილთან, მერაბიშვილთან, უგულავასთან მიმართებაში. მე მქონდა შეკითხვები პროკურატურასთან და სურვილი, რომ მართლაც გვევლო წინ, დროზე დაესრულებინათ გამოძიება და ამის მაგივრად საზოგადოება დღეს მაინც არის მუდმივ საგამოძიებო სერიაში. ნაცვლად იმისა, რომ ის საქმეები დაესრულებინათ, ახლა რეალურად არიან ახალ პოლიტიკურ დუელში ირაკლი ალასანიასთან“, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები