ქარხანა „ალგორითმი“ დაიხურა

ქარხანა „ალგორითმის“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დღემდე ამოწმებს – ამის შესახებ „კვირას“ საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსმა გიორგი გრძელიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ქარხანაში ჯერ კიდევ 2014 წლის დასაწყისში შევიდნენ. როგორც გრძელიშვილმა აღნიშნა, გამოძიება სისხლის სამართლის საქმე სსკ 210-ე მუხლით არის აღძრული, რაც ყალბი დოკუმენტების დამზადებას გულისიხმობს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქარხანა „ალგორითმმა“ მუშაობა შეწყვიტა. პრობლემები კომპანიას 2012 წლის შემდეგ შეექმნა. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას კომპანიის მთავარი ბუღალტერი დავით კორახაშვილი აცხადებს, თანამშრომლების 50% 2013 წელსაც შეამცირეს, კერძოდ, 2012 წელს კომპანიაში 132 თანამშრომელი მუშაობდა, 2013 წელს კი „ალგორითმში“დასაქმებულთა რიცხვი 62-მდე შემცირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები