19 ნოემბერი

09:30
NEW
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად კვაჭანტირაძე, გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციის წევრებთან შეხვედრას გამართაევნ. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ზვიად ძიძიგურის სათათბირო ოთახი
10:00
„შერატონში“ (დარბაზი „დასი“) ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი გაუძღვება.
10:00
NEW
„რედისონში“, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, სავალუტო რეზერვების მართვის მეოთხე რეგიონულ ფორუმს გახსნის.
10:30
NEW
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პოლიტოლოგი ნიკოლოზ ჩიტიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: პრემიერ-მინისტრის ბრიუსელსი ვიზიტი და ნატო-საქართველოს საწვრთნელი ბაზების მშენებლობა. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
11:00
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ეწვევა და გაწეული სამეცნიერო საქმიანობისთვის აკადემიკოს ლავრენტი მანაგაძეს ბრწყინვალების ორდენს გადასცემს. მისამართი: რუსთაველის გამზირი #52

11:00
NEW
“პირველ პრესკლუბში” ემზარ კვიციანის ადვოკატი რეზო კახნიაური, ემზარ კვიციანის განაჩენთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:00
NEW
“ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე-14 საერთაშორისო გამოფენას გახსნის.
11:00
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში 25 არხის ყოფილი დირექტორი, „ასლან აბაშიძის მხარდამჭერთა საზოგადოების“ თავმჯდომარე ავთანდილ გადახაბაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: 2004 წლის 6 მაისის მოვლენების შეფასება.
11:00
NEW
„პრაიმტაიმის“ პრესკლუბში ექსპერტი მამუკა არეშიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხე საქართველოში.
11:00
NEW
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიამრთება. სასტუმრო კომპლექს “ლოპოტას“ საკონფერენციო დარბაზი

11:30
“პირველ პრესკლუბში” “თავისუფალი საქართველოს” პოლიტიკური მდივანი თენგიზ ომანიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ნატო-ს ბაზების საქართველოში განთავსება. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:30
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ ბრიფინგს გამართავს. თემა: პენსიის ზრდის აუცილებლობა და მთავრობის მიდგომები მისამართი: იოსებიძის ქუჩა #57, 1 სართული საკონტაქტო პირი: შოთა გულბანი 571 05 51 09; სალომე ტორჩინავა 557 75 65 33
11:30
NEW
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში უშიშროების ყოფილი გენერალი ტრისტან წითელაშვილი პრესკონფერენციას გამართავს და მნიშვნელოვან ინფორმაციას გაახმოვანებს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
11:30
NEW
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: პრემიერმინისტრის ვიზიტი და ვიზიტის შედეგები.
12:00
“პირველ პრესკლუბში” „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღავნელი არჩილ კაიკაციშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: გაითვალისწინებს თუ არა პარლამენტი ე.წ. „ფარული მოსმენების“ კანონპროექტის განხილვისას, სახელმწიფო ინტერესებს? მისამართი: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი „დიდუბე პლაზა“ მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ცაბო გუგუნაშვილი 599 01 03 44

12:00
„ივერიონის“ პრესკლუბში თავდაცვის ექს–მინისტრ დავით თევზაძე, ემზარ კვიციანისთვის სასამართლოს მიერ 12 წლის შეფარდებას გამოეხმაურება. დავით თევზაძე სხადასხვა საკითხებზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს. მისამართი: კოსტავას 6 პირველი სადარბაზო, მე-3 სართული.
12:00
NEW
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ქუთაისის შემოვლითი გზის 32 კმ-იან გზას გახსნის.
12:00
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: “რუსთავი 2”-ის “იმედის” “პირველი არხის” და სხვა ტელეკომპანიების მიმართ განხორციელებული ძალადობა და მოსალოდნელი დაპატიმრებები.
12:00
NEW
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
12:00
NEW
ბავშვის უფლებათა კონვენციის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართება. თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

12:15
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში ყოფილი მოსამართლე, ადვოკატი მერაბ ტურავა ბრიფინგს გამართავს. თემა: ვის ხელში უნდა იყოს ფარული მოსმენების გასაღები.
12:30
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: ევროკავშირის ასოცირების მეორე ფაზა, 2007-2008 წლებში ჟურნალისტების მოსყიდვის მცდელობა.
13:00
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: ევროკავშირის ასოცირების მეორე ფაზა, 2007-2008 წლებში ჟურნალისტების მოსყიდვის მცდელობა.
13:00
NEW
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ქვეყნის საგარეო პოლიტიკა და მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.
13:00
NEW
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი

14:00
NEW
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში ევროატლანტიკურ საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.
15:00
NEW
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტსა და ქალაქ თბილისის 1 კლასიკურ გიმნაზიას, №51 და №149 საჯარო სკოლებს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდება. თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები