„სრულ თანადგომას ვუცხადებ სასამართლოს ობიექტიური განაჩენისათვის“

სრულ თანადგომას ვუცხადებ სასამართლოს ობიექტიური განაჩენისათვის, – ამის შესახებ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულმა ექსპერტმა ლევან ჩაჩუამ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ განაცხადა. როგორც ჩაჩუამ აღნიშნა, მას იმედი ჰქონდა, რომ მოსამართლე  მიიღებდა მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით ობიექტურ გადაწყვეტილებას.
მისივე თქმით, იგი თავად არის დაინტერესებული რომ ობიექტური განაჩენი დადგეს.
“ერთ თვეში ისედაც თავდებოდა ჩემი პატიმრობის ვადა. გრძელდება სასამართლო პროცესი. მე თვითონ ვარ დაინტერესებული ამ პროცესით და სრულ თანადგომას ვუცხადებ სასამართლოს ობიექტიური განაჩენისათვის. საკმარისად ვაგე დაუმსახურებლად პასუხი. 8 თვე ვიჯექი ციხეში. სასამართლო პროცესები დასრულდება და ყველაფერს პასუხი გაეცემა”, – აღნიშნა ლევან ჩაჩუამ.
დღეს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ლევან ჩაჩუა 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები