მიხეილ ყაველაშვილი: გაეროს გენერალურმა მდივანმა, მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად, გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის გახსნის ცერემონიაზე მიმასპინძლა

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა, მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად, გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის გახსნის ცერემონიაზე მიმასპინძლა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მიხეილ ყაველაშვილმა ღონისძიების ფარგლებში კოლეგებთან მოკლე აუდიენცია გამართა.

„გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის გენერალური დებატები დღეს გაიხსნა. გენერალური დებატების ფარგლებში, გაეროს ტრიბუნიდან მსოფლიოს ლიდერებს 25 სექტემბერს სიტყვით მივმართავ“, – წერს ყაველაშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები